Friday, September 30, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
ინტელის სასწავლო კურსით ვისწავლე თუ როგორ ვასწავლო მოსწავლეებს სასწავლო პროექტების საშუალებით. მოსწავლე იყენებს ინტერნეტრესურსებს და სხვა ტექნიკურ საშუალებას.,გამოხატავს თავის ცოდნას დამოუკიდებლად,ახდენს თვითრეფლექსიას.რაც საბოლოოდ ამაღლებს  სასწავლო და სოციალურ უნარ-ჩვევებს.

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის,ფასილიტატორის და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები დავალებების შესრულებისათვის.

Friday, September 23, 2016

მეშვიდე დღე


შევადგინე რუბრიკა , გავწერე მისი მახასიათებლები.მე და ჩემს მოსწავლეებს რუბრიკა დაგვეხმარა თემის ღრმა შესწავლაში.ვიუვერში გავეცანი მოსწავლეთა პროექტების შეფასებას და შეფასების ინსტრუმენტს -რუბრიკას.შევისწავლე რუბრიკის მოდიფიცირება.რაც საშუალებას მომცემს შევქმნა მოსწავლის შეფასების რუბრიკა.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

 ტექნოლოგიები  გამოვიყე სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის:შევქმენი საპრეზენტაციო ფაილში მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.,ასევე  ამ ნამუშევრის ჩეკლისტი რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ნამუშევრის შეფასებაში.ეს ნაშრომი კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კოლაბორაციასა და ურთიერთობას.

Friday, September 16, 2016

მეხუთე დღე


ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი ,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე ,კერძოდ ინტერნეტში რუბრიკის გამოყენებით მოსწავლეებმა შეიძლება ერთმანეთს მისცენ განმავითარებელი  შეფასებები,სხვადასხვა  მასალის მოძიება და საავტორო უფლებების სწავლება ასევე ინტერნეტის საშუალებით.რითაც საბოლოოდ ვითარდება მათი უნარ-ჩვევები.

Wednesday, September 7, 2016

მეოთხე დღე

ესს მეთოდი დამეხმარა ,გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.საჭიროებების ანუ წინარე ცოდნის დადგენა ,მოსწავლეთა თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის შეფასება გვეხმარება მოსწავლეთა ურთიერთშეფასებაში,პროგრესის მონიტორინგი- დავაკვირდეთ მოსწავლეთა  უნარების განვითარებას.ასევე გაგების შემოწმება გვიჩვენებს მასალის ინტეგრირებას   საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულებების მიმცემი  საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.ასევე სტანდარტები დამეხმარა გამეწერა ჩემი პროექტის მიზნები.ამასთან ერთად შედეგებისა და.ამოცანების ნათლად წარმოსადგენად რათა საბოოლოოდ ჩემი  მოსწავლეები ჩასწვდნენ შესასწავლ საკითხს სიღრმისეულად.

Saturday, September 3, 2016

მეორე დღე

1.დავალების განხილვა-პროექტის გეგმის ნიმუშები
2.პუბლიკაციის შექმნა
3.პროექტებით სწავლების მნიშვნელობა
4ბლოგების რაობა